წრის მიზნები:
- · სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა;
- · გაწაფულად კითხვა, ტექსტის კითხვა ხმამაღლა და გარკვევით;
- · მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით;
- · შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება;
- · მეტყველების განვითარება;
- · არავერბალური საშუალებების (ჟესტის, მიმიკის, ინტონაციის) შერჩევა პერსონაჟებისათვის;
- · გმირების მოქმედებების, გრძნობების, ემოციების ამოცნობა და შეთვისება;
- · როლების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით, სცენების გათამაშება;
- · სცენარის გმირების მსგავსი პერსონაჟების გახსენება მულტფილმებიდან, ფილმებიდან, მოსმენილი და წაკითხული ნაწარმოებებიდან;
- · აღიქვან ნაწარმოების ან პერსონაჟის განწყობა.
No comments:
Post a Comment