საწრეო მუშაობის რეფლექსია



სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის წარმართვა

რეფლექსია

   სსიპ - ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის II/ბ კლასში 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა ქართული ენისა და ლიტერატურის წრე. წრის შესახებ ინფორმაცია დროულად იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. წრის შექმნის შესახებ გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში საკუთარ ბლოგზე:  https://navdarashvili.blogspot.com/2018/10/blog-post.html
   წრეში გაერთიანებული იყო ოცი მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ, ორშაბათობით, მე-5 გაკვეთილზე. საწრეო მუშაობაზე განსახილველი საკითხები წინასწარ იყო გაწერილი პროგრამის სახით, როგორც სააზროვნო, ასევე წერისა და კითხვის უნარების განსავითარებლად.
  საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საწრეო მუშაობა საჭიროა იმისთვის, რათა მოსწავლეებს მეტი ცოდნა დაუგროვდეთ გრამატიკაში, რაც მომავალში სწორად წერისა და მეტყველების საწინდარი.
საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად:
გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.
მოსწავლე თავად პოულობდა შეცდომას და ასწორებდა მას.
მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიათ ნამუშევრებს, მათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
   ბავშვები მსჯელობდნენ წაკითხული ტექსტის ირგვლივ, გამოთქვამდნენ თავიანთ აზრს, მუშაობდნენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად, მთელი კლასი.
ვფიქრობ, წრის მეცადინეობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, მრავალფეროვანი ტექსტებისა და სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით ისწავლეს მსჯელობა, შეძლეს წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგება, გააზრება. კიდევ უფრო განუვითარდათ თანამშრომლობის, ურთიერთშეთანხმებულად მუშაობის უნარები, გაუჩნდათ კითხვის ინტერესი.
   შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთლგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული, ასევე ვცდილობდი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ყოფილიყო ყოველ მეცადინეობაზე. მეცადინეობებზე ვიყენებდი რესურს, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველასათვის. მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს, ჩემს მიერ მიცემული ინსტრუქციები მათთვის იყო გასაგები. 



 წრის მუშაობით დაინტერესებულები იყვნენ მშობლებიც. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ მომავალშიც გაგრძელდებოდა საწრეო მუშაობა.
  მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, ასრულებდნენ სავარჯიშოებს, გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა საგნისადმი, გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე.
   ქართული ენისა და ლიტერატურის საწრეო მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზე.


No comments:

Post a Comment