საფეხურებრივი სტანდარტის შედეგები და მათი შეფასების ინდიკატორები


II კლასი
საფეხურებრივი სტანდარტის შედეგები და მათი შეფასების ინდიკატორები

მიმართულება: ზეპირმეტყველება
სტანდარტის შედეგები
II კლასიშეფასების ინდიკატორები
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
მოსწავლე:
Ø  მიზნის შესაბამისად გადმოსცემს კონკრეტულ ინფორმაციას;
Ø  ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას ნაცნობ თემაზე;
Ø  მონაწილეობს ინტერაქციაში ნაცნობ თემატიკაზე;
Ø  გადმოსცემს კონკრეტულ ფაქტს / მოვლენას საკუთარი ცხოვრებიდან.

ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
მოსწავლე:
Ø  ამოიცნობს სამეტყველო სიტუაციის ადრესანტს (ვინ ლაპარაკობს), ადრესატს (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემას;
Ø  სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
Ø  ასათაურებს ტექსტს;
Ø  ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, ნიშან-თვისებებს);
Ø  საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის ეპიზოდის შინაარსს (ილუსტრაციების, სხვა საყრდენების გამოყენებით);
Ø  აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას სათანადო ადგილიდან.

ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.


მოსწავლე:
Ø  გამოხატავს პირად დამოკიდებულებას მხატვრული ტექსტების პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
Ø  ისმენს ტექსტს და ასახელებს შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს; იხსენებს მსგავსსა და განსხვავებულ ადგილებს ამ მულტფილმებიდან და საბავშვო ფილმებიდან;
Ø  აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან (იხსენებს მსგავს შემთხვევას, პერსონაჟს უდარებს თავის მეგობარს,  სხვ.);
Ø  გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.).
ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.

მოსწავლე:
Ø  ამბის გადმოცემის, ნაცნობი საგნის თვალსაჩინო ნიშნებით აღწერა-დახასიათების დროს  იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
Ø  განარჩევს წინადადების მოდალობებს (თხრობას, კითხვას, თხოვნას, ნატვრას, ბრძანებას) და წარმოთქვამს მათ შესაბამისი ინტონაციით;
Ø  სათანადოდ იყენებს კავშირებს (ან, მაგრამ...);
Ø  ადრესატის გათვალისწინებით წარმართავს ეტიკეტურ დიალოგებს ნაცნობ თემებზე (მიპატიჟება, თავაზიანი თხოვნა ან უარი და ა. შ.), შეარჩევს მართებულ გამონათქვამს სამეტყველო სიტუაციისა და ადრესატის გათვალისწინებით (მაგ., როგორ ხარ?  / ბრძანდებით?);
Ø  სწორად ხმარობს კითხვით სიტყვებს (ვინ? რა?), უარყოფით ნაწილაკებსა (არ, ვერ) და ნაცვალსახელებს (პირის, კუთვნილების) სათანადო კონტექსტში.
ქართ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
მოსწავლე:
Ø  იყენებს საყრდენებს (მაგ., ილუსტრაციებს, სურათებს, ნახატებს, სხვ.);
Ø  იყენებს არავერბალური მეტყველების საშუალებებს.
დავალებათა / აქტივობათა ნიმუშები:

Ø  მინიდიალოგების მოსმენა და შესაბამისი სამეტყველო სიტუაციის ამოცნობა;
Ø  მინიდიალოგების გათამაშება ნაცნობ თემაზე; ინფორმაციის პრეზენტაცია (მაგ., წინასწარ შეთავაზებული მარტივი მოსაწვევი ბარათის და/ან აფიშის მონაცემების საფუძველზე ზეპირი განცხადების გაკეთება დაგეგმილი ღონისძიების რაობის, ჩატარების დროს, ადგილისა და  სხვა.);
Ø  ილუსტრაციებზე დაყრდნობით უცნობი ტექსტის თემის ამოცნობა; ვარაუდის გამოთქმა ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
Ø  ნაცნობი ტექსტის ცალკეული ეპიზოდის ილუსტრირება და ილუსტრაციების დასათაურება;
Ø  მოსმენილი ტექსტის დასათაურება;
Ø  ინტერაქცია (კითხვა-პასუხი) მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
Ø  პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურდახასიათება;
Ø  მინიინტერვიუს მოწყობა მეწყვილესთან  და მიღებული ინფორმაციის თანაკლასელთათვის გაზიარება (მაგ., ინტერვიუ თემაზე: „საცხოვრებელი გარემო“: (მეწყვილის სახელი) ცხოვრობს ძნელაძის ქუჩაზე, ცხრასართულიან სახლში, სახლს აქვს  დიდი ეზო...“);
Ø  სხვადასხვა მოდალობის მიხედვით წინადადებების შედგენა და გამოთქმა შესაბამისი ინტონაციით;
Ø  წინადადების მოდალობების მართებულად გამოყენება იმიტირებულ სიტუაციაში;
Ø  იმიტირებული სიტუაციის ორგანიზება ეტიკეტური მეტყველების ენობრივი ფორმულების გამოყენებით
Ø  და სხვა.












მიმართულება: კითხვა
სტანდარტის შედეგები
II კლასის შეფასების ინდიკატორები
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.

მოსწავლე:
Ø  თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
Ø  დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
Ø  ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს და იგებს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტებს;
Ø  ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
Ø  სათანადო ინტონაციით გამოხატავს წინადადების მოდალობას (თხრობითი, კითხვითი ბრძანებითი წინადადებების);
Ø  აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან;
Ø  პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს;
Ø  კითხულობს ხმამაღლა და გარკვევით.
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
მოსწავლე:
Ø  განარჩევს თხრობასა და დიალოგს, მოიძიებს რეპლიკების ავტორებს;
Ø  ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვას/წინადადებას, (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, ცხოველს, სათამაშოს და სხვ.);
Ø  ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რომელ დღეს და რომელ საათზეა ესა თუ ის მულტფილმი, კვირაში რამდენჯერ არის ჭადრაკის წრე და სხვ.);
Ø  აჯგუფებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას კონკრეტული ნიშნების მიხედვით (მასწავლებლის დახმარებით ან დამოუკიდებლად) (მაგ., შინაური და გარეული ცხოველები, ხილი და ბოსტნეული, ზამთრის თემატიკის ამსახველი ლექსიკა, სხვ.);
Ø  თანამიმდევრულობის დაცვით, საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს წაკითხული ტექსტის/ტექსტის მონაკვეთის შინაარსს;
Ø  პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს;
Ø  ილუსტრაციის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.
ქართ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.
მოსწავლე:
Ø  ქმნის წაკითხული / მოსმენილი ტექსტის ან მისი ფრაგმენტის სიუჟეტურ ნახატს;
Ø  ირჩევს პერსონაჟს / რომელიმე მოქმედებას / მოქმედების ადგილს და ქმნის ნახატს საკუთარი ინტერპრეტაციით, ფანტაზიით;
Ø  ქმნის ნახატს, რომელშიც გადმოცემულია მოსმენილი / წაკითხული ამბის გაგრძელება;
Ø  ასათაურებს საკუთარი ინტერპრეტაციით ან ფანტაზიით შექმნილ ნახატს / წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის საფუძველზე დამოუკიდებლად შექმნილ ამბის გაგრძელებას და ხსნის, რატომ შეურჩია ნახატს ასეთი სათაური;
Ø  გამოძერწავს პერსონაჟ(ებ)ს;
Ø  ნასწავლი მუსიკალური მელოდიით აფორმებს (მიუსადაგებს) ტექსტის მონაკვეთს.
ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
მოსწავლე:
Ø  აფასებს მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟის საქციელს;
Ø  გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენისადმი/პერსონაჟისადმი;
Ø  ასახელებს წაკითხული ტექსტის შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს, ასახელებს მსგავს / განსხვავებულ ადგილებს.
ქართ.დაწყ.(I).10. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მაორგანიზებელი ელემენტების, სტრუქტურული და კომპოზიციური მახასიათებლების ამოცნობა.

მოსწავლე:
Ø  გამოყოფს ტექსტის მაორგანიზებელ ნაწილებს/ელემენტებს (სათაურს, ძირითად ტექსტს, ავტორს);
Ø  ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებზე დაკვირვებით ამოიცნობს, რა ტიპის ინფორმაციაა მოცემული კონკრეტულ სახის ტექსტში (მაგ., ტელეპროგრამაში - გადაცემის ტიპი, დღე, საათი; კულინარიულ რეცეპტში – მასალის ჩამონათვალი, რაოდენობა, მომზადების წესი და სხვ.);
Ø  ასახელებს ან მიუთითებს, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს კონკრეტული ინფორმაცია (მაგ., გაკვეთილების ცხრილში სად არის განთავსებული საგნების ჩამონათვალი, სად – კვირის დღეები).
ქართ.დაწყ.(I).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება.
მოსწავლე:
Ø  განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის / ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით (საგნის, პიროვნების აღმნიშვნელ სიტყვებს, მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ ლექსიკას...);
Ø  აკავშირებს ერთმანეთთან საგნისა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს;
Ø  ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს).
ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

მოსწავლე:
Ø  უბრუნდება წაკითხულს კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად, ტექსტის უკეთ გასააზრებლად;
Ø  სვამს კითხვებს ტექსტში მოცემული ინფორმაციის დასაზუსტებლად;
Ø  იყენებს სათაურსა და ილუსტრაციას ტექსტის შესაძლო შინაარსის ამოსაცნობად;
Ø  შემუშავებული აქვს მარტივი წესი, რომლის მიხედვით წიგნში იოლად ჩაინიშნავს ან მოძებნის კონკრეტულ ადგილს;
Ø  ყურადღებას აქცევს და იყენებს წიგნის სარჩევს, სახელმძღვანელოში მოცემულ პირობით ნიშნებს;
Ø  იყენებს მარტივ გრაფიკულ სქემებს, გრაფიკულ მაორგანიზებლებს ინფორმაციის დასაჯგუფებლად;
Ø  უცნობი სიტყვების მნიშვნლობის ამოსაცნობად აკვირდება კონტექსტს, იყენებს ტექსტის შემდეგ მოცემულ სიტყვათა განმარტებებს, ან მიმართავს მასწავლებელს/მშობელს.
დავალებათა / აქტივობათა ნიმუშები:
Ø  ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მითითებული სიტყვების მოძიება (მაგ., პერსონაჟთა სახელების, ცხოველების, რეპლიკის ავტორის/ადრესატისა და სხვ.);
Ø  არეული რიგით მოწოდებული წინადადებების სწორი თანამიმდევრობით წარმოდგენა წაკითხული ტექსტის შინაარსის აღდგენის მიზნით;
Ø  დიალოგის კითხვა წყვილებში;
Ø  მხატვრული ტექსტის პერსონაჟთა ამოცნობა მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისების მიხედვით; პერსონაჟთა გარეგნობის, ჩაცმულობის აღწერა;
Ø  ილუსტრაციების მიხედვით (შესაძლოა კომპიუტერის, პროექტორის გამოყენება) ნაწარმოების გამოცნობა;
Ø  ილუსტრაციის მიხედვით ტექსტის შინაარსის ამოცნობა;
Ø  წაკითხული ტექსტის ამბის გაგრძელება;
Ø  პერსონაჟის ალტერნატიული საქციელის მოფიქრება;
Ø  პერსონაჟთა დამახასიათებელი ნიშან-თვისებების რუკის შევსება;
Ø  ტექსტის მიხედვით ილუსტრაციების შექმნა;
Ø  პრაგმატული ტექსტების გაკვეთილის ცხრილის, დღის განრიგის, აფიშის, მოსაწვევი/მისალოცი ბარათის და ა. .) გაფორმება;
Ø  ტექსტის/ტექსტის მონაკვეთის ხმამაღლა კითხვა;
Ø  წინადადებების შედგენა ახლად ნასწავლი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით
Ø  და სხვა.



მიმართულება: წერა
სტანდარტის შედეგები
II კლასიშეფასების ინდიკატორები
ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
მოსწავლე:
Ø  ადგენს პრაგმატულ ტექსტებს, სათანადოდ აფორმებს მათ მოდელის შინაარსობრივი და სტრუქტურულ-კომპოზიციური  მახასიათებლების გათვალისწინებით;
Ø  ადგენს პირადი გამოცდილების ამსახველ ტექსტს მითითებების/ საყრდენების გათვალისწინებით).
ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.
მოსწავლე:
Ø  წერს აკურატულად, იცავს ტექსტის გრაფიკულ სტრუქტურას;
Ø  სათანადოდ ათანხმებს რიცხვში სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს;
Ø  კონტექსტის მიხედვით მართებულად იყენებს ზმნის დროებს (წარსულს, აწმყოს, მომავალს);
Ø  იყენებს მაერთებელ კავშირებს სიტყვათა და სიტყვათა ჯგუფების დასაკავშირებლად წინადადებაში;
Ø  მართებულად იყენებს თხრობით, ბრძანებით და კითხვით წინადადებებს (სწორად იყენებს ზმნურ ფორმებს) და წინადადებების ბოლოს სვამს სათანადო სასვენ ნიშნებს (წერტილს, კითხვის ნიშანს, ძახილის ნიშანს);
Ø  იყენებს ნაცნობ ლექსიკას;
Ø  სათანადოდ იყენებს ეტიკეტური მეტყველების ფორმებს პრაგმატული ტექსტების (მაგ., მოსაწვევი ბარათის) შედგენისას;
Ø  მართებულად იყენებს მრავლობითი რიცხვის ფორმებს პრაგმატული ტექსტების შედგენისას.
ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
მოსწავლე:
Ø  საჭიროებისამებრ იყენებს საყრდენებს (მოდელს, მარტივ მითითებებს და სხვ.);
Ø  ედგენილ ტექსტს ადარებს მოდელს და, საჭიროებისამებრ, შეაქვს შესწორებები;
Ø  კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;
Ø  ამოიწერს მასწავლებლის მიერ ჩასწორებულ ფორმებს ან მთლიან წინადადებას;
Ø  ასწორებს სხვის (მაგ., თანაკლასელის) ნაწერს.
დავალებათა / აქტივობათა ნიმუშები:
Ø  შეთავაზებული კონკრეტული სიტუაციის (კონკრეტულად, ვის იწვევენ, რასთან დაკავშირებით,  სად, როდის და  სხვ.) შესაბამისი მოსაწვევი ბარათის შედგენა სათანადო მაორგანიზებელი ელემენტების  გამოყენებით (მიმართვა, ძირითადი ტექსტი, ხელმოწერა);
Ø  შეთავაზებული კონკრეტული სიტუაციის შესაბამისი წერილის დაწერა მეგობრისადმი (მაგ., შთაბეჭდილების გაზიარება ახალ  მულტფილმზე, წაკითხულ წიგნზე; ახალი ამბის/სამომავლო გეგმის გაზიარება, სხვ.) ორგანიზების სათანადო წესების დაცვით (მიმართვა, ძირითადი ტექსტი, ხელმოწერა); ხელნაწერი და/ან ელექტრონული სახით);
Ø  შეთავაზებული კონკრეტული სიტუაციის შესაბამისი გამაფრთხილებელი აბრებისა და განცხადებების შედგენა (მაგ., „ფრთხილად, ეზოში ძაღლია“, „ნუ შეეხებით“, „დაიკარგა ძაღლი“ და ა. შ.);
Ø  პირადი გამოცდილების ამსახველი მცირე ზომის მარტივი თხრობითი ტექსტის შედგენა საყრდენების დახმარებით ან მათ გარეშე (მაგ.,”ჩემი დაბადების დღე”, ”როგორ შევხვდი ახალ წელს” და სხვ.);
Ø  მცირე ზომის მარტივი თხრობითი ტექსტის შედგენა საყრდენების დახმარებით (მაგ., ამბის გადმოცემა შეთავაზებულ ხუთ მარტივ შეკითხვაზე: „ვინ?“, „სად?“, „რა?“, „როდის?“, „რატომ?“  პასუხის გაცემის გზით);
Ø  კითხვებზე პასუხის გაცემა წერილობით და/ან ონლაინ ინსტრუმენტის  გამოყენებით;
Ø  კარნახით წერა (ფრაზების, აბზაცების, მცირე ზომის ტექსტების);
Ø  მცირე ზომის ტექსტის/ტექსტის მონაკვეთის (ფრაზების, აბზაცების) გადაწერა წიგნიდან, დაფიდან
Ø  და სხვა.

პროგრამის შინაარსი

შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:

1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება

ძირითადი თემატიკა:       

ლექსიკოლოგიური ასპექტი: სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე სიტყვებზე (საგნების, მოქმედების, თვისებებისა და სხვ. აღმნიშვნელი სიტყვები), სიტყვების მრავალმნიშვნელიანობაზე დაკვირვება; სიტყვის ადეკვატურად შერჩევა კონტექსტზე დაყრდნობით (აზრის უკეთ გამოხატვის მიზნით).

გრამატიკული ასპექტი: ხმოვანი და თანხმოვანი; სიტყვის ბგერითი ანალიზი და სინთეზი; სიტყვის ფორმობრივი ანალიზი საწყის დონეზე; კავშირი და განსხვავება დონეებს შორის: სიტყვა - წინადადება - ტექსტი; მარტივი წინადადების აგება და ძირითადი სასვენი ნიშნების გამოყენება; წარმოთქმული წინადადების ინტონაციის გამოხატვა წერისას და დაწერილისა - პირიქით, წარმოთქმისას; სიტყვათა შინაარსობრივი კავშირი წინადადებაში; წინადადება - დასრულებული აზრი; მოცემული სიტყვებით წინადადების კონსტრუირება; თხრობითი, კითხვითი და ძახილის წინადადებები.

2. ენის  კომუნიკაციური ასპექტები

ძირითადი თემატიკა: საუბრის თემა, ადრესანტი და ადრესატი; ეტიკეტური დიალოგები. მოსმენისა და კითხვის სტრატეგიები (თემა, სათაური და საკვანძო სიტყვები). შესწავლითი კითხვა (სასწავლო ტექსტის კითხვის სტრატეგიები: სათაურისა და აბზაცების მიხედვით კითხვების დასმა, საკვანძო სიტყვების გამოყოფა); ტექსტის კორექტირების მარტივი ხერხები (ჩამატება, ამოღება). ტექსტი, როგორც თემატური და აზრობრივი ერთიანობა. სათაურის ტიპები. ტექსტის სტრუქტურულ-აზრობრივი ნაწილები: დასაწყისი, ძირითადი ნაწილი, დასასრული. აღწერა და მსჯელობა.  მიზნობრივი და ზეპირი კომუნიკაციის მარტივი ტექსტები (წერილი, დიალოგი, განცხადება, გამაფრთხილებელი წარწერები).


3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა

ძირითადი თემატიკა: ლექსები, მოთხრობები და ზღაპრები თანატოლებზე, სამშობლოზე, მეგობრობაზე, სიმართლეზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე.
საკითხავი მასალა: ლიტერატურული და ხალხური ზღაპრები, იგავ-არაკები; მცირე ფოლკლორული ჟანრები: ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები, ლექსები,  ქართული და უცხოური საბავშვო კლასიკა, მოთხრობები, კომიქსები, ქართული საბავშვო ლექსები.


No comments:

Post a Comment