განცხადება საწრეო მუშაობის შესახებ


სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორს, 
 ქალბატონ ელენე ფუტკარაძეს
ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის 
 ბელა ნავდარაშვილის  


გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა
     სურვილი მაქვს, 2018 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლაში II/ბ კლასის ბაზაზე დაიწყოს ფუნქციონირება ქართული ენისა და ლიტერატურის წრემ ,,თეატრონი“. საწრეო მუშაობა ჩატარდება ყოველ ორშაბათს მეხუთე გაკვეთილზე. 

საწრეო მუშაობის მიზნებია:
·         სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა;
·         გაწაფულად კითხვა, ტექსტის კითხვა ხმამაღლა და გარკვევით;
·         მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით;
·         შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება;
·         მეტყველების დახვეწა;
·         არავერბალური საშუალებების (ჟესტის, მიმიკის, ინტონაციის) შერჩევა პერსონაჟებისათვის;
·         გმირების მოქმედებების, გრძნობების, ემოციების ამოცნობა და შეთვისება;
·         როლების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით, სცენების გათამაშება;
·         სცენარის გმირების მსგავსი პერსონაჟების გახსენება მულტფილმებიდან, ფილმებიდან, მოსმენილი და წაკითხული ნაწარმოებებიდან;
·         აღიქვან ნაწარმოების ან პერსონაჟის განწყობა;

გთხოვთ, დამრთოთ ნება, რომ აღნიშნულმა წრემ ამა წლის 15 ოქტომბრიდან დაიწყოს მუშაობა.

                                                                                      


      განმცხადებელი:  ბ.ნავდარაშვილი

                                                                   თარიღი: 12.10.2018

No comments:

Post a Comment